2026 წლის 14, 15 ოქტომბერს ქ. თბილისში ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია ატარებს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას და ვორქშოფს
2026 წლის 14 ოქტომბერი - კანის ახალწარმონაქმნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები
2026 წლის 15 ოქტომბერი, ვორქშოფი - კანის ახალწარმონაქმნების თანამედროვე დიაგნოსტიკა
კონფერენციის ორგანიზებასა და მუშობაში ასევე მონაწილეობას ღებულობს კლინიკა ”მარჯანი” დერმატოლოგია, დერმატოონკოლოგია და ესთეტიკური მედიცინა
კონფერენციის თემა: დერმატოლოგიის აქტუალური ასპექტები, დერმატოსკოპია - ინოვაციური კვლევის მეთოდი, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საკითხები, ჰისტომორფოლოგიური მონაცემების კორელაციისა და ზოგად პათოლოგიასთან კავშირი, მონიტორინგი, პრევენცია და მკურნალობის გზები.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობას მღებულობენ, როგორც საქართველოს სპეციალისტები, ასევე მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. Cliff Rosendahl (Australia), Simon Clark (New Zealand),Mehrnoosh Abdolalian (Iran), Nisa Bengü Akay (Turkey), Paweł Pietkiewicz (Poland), Yaryna Zaychenko (Ukraine), Irina Mota (Ukraine).
2017 წლის 16-17 სექტემბერს ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი
„კანის კიბოს სკოლა: დერმატოსკოპია წარმატების გარანტი დერმატოონკოლოგიაში “
კონფერენციას მხარს უჭერს დერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება: Medical School Queensland University, Brisbane, Australia, Department of dermatology medical University of Vienna, Austria
კონფერენციის თემა: დერმატოლოგიის აქტუალური ასპექტები, დერმატოსკოპია ინოვაციური კვლევის მეთოდი, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საკითხები, მონიტორინგი, პრევენცია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის (დერმატოლოგია, ონკოლოგია, ონკოქირურგია, ზოგადი ქირურგია და ზოგადი პროფილის) წამყვანი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დაინტერესებული სამედიცინო საზოგადოება, როგორც საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება ქ. თბილისი და რეგიონები: აჭარა, კახეთი და სხვ.) ასევე მოწვეული უცხოელი სპეციალისტები: Cliff Rosendahl MD, PhD, (Australia, University of Queesland); Alan Cameron MD, PhD, (Brisbane Queensland, Australia); Simon Clark MD, PhD, (New Zeland); Rhett Drugge MD, PhD, (Stamford, Connecticut, United States); Jean-Yves Gournant MD, PhD, (France); Harald Kittler, MD, PhD (Dept. of Dermatology Medical University of Vienna, Austria); Nisa Bengu Akay, MD, PhD, (Turkey, Ankara); Cengizhan Erden MD, PhD, (Turkey, Ankara); Agata Bulinska (Poland, Great Britain); Michal Lewandowych (Poland); John Pyne (USA).
2016 წლის 12-14 მაისს ჩატარდა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „დერმატოლოგიის თანამედროვე ასპექტები და დერმატოსკოპია კანის დაავადებების დიაგნოსტიკის ოპტიმიზაციაში“
კონფერენციას მხარს უჭერდა დერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება: School of Medicine, The University of Queensland, Brisbane, Australia და Dept. of Dermatology Medical University of Vienna.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სემინარი-მასტერკლასი „დერმატოსკოპიის სკოლა - კანის კიბო“, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: Philipp Tchandle, (Dept. of Dermatology Medical University of Vienna), Cliff Rosendahl, MD, PhD, University of Queesland, Australia და Simon Clark MD, PhD, (New Zeland ) რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროში მომუშავე ექიმი კოლეგებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის (დერმატოლოგია, ონკოლოგია, ონკოქირურგია, ზოგადი ქირურგია და ზოგადი პროფილის) წამყვანმა სპეციალისტებმა, მოწვეული იყო ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დაინტერესებული სამედიცინო საზოგადოება, როგორც საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება ქ. თბილისი და რეგიონები: აჭარა, კახეთი და სხვ.) ასევე საზღვარგარეთიდან: Cliff Rosendahl, MD, PhD, University of Queesland, Australia; Simon Clark MD, PhD, New Zeland; Cengizhan Erdem, MD, PhD, Turkey, Ankara; Nisa Bengu Akay, MD, PhD, Turkey, Ankara; Gourhant Jean-Yves, MD, PhD, Mennecy, France; Philipp Tchandl, MD, PhD, Vienna University; Vitaliy Hlushok, Украина; Святенко Татьяна Викторовна, Украина
2015 წლის 16-18 აპრილს ქ. ვენაში ტარდება დერმატოსკოპიის მე-4 მსოფლიო კონგრესი- IDS 2015, თეონა შულაია და ნატალია კილაძე მიწვეულნი არიან საპატიო სტუმრის სტატუსით, რათა მოახსენონ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგები და მიღებული გამოცდილება. აღნიშნულ კონგრესზე დერმატოონკოლოგი თეონა შულაია მონაწილეობდა, როგორც მომხსენებელი. მოხსენაბის თემა - „კანის კიბოს სკრინინგი საქართველოში“, რაც კონგრესის პლენარული სესიის “დერმატოსკოპია მსოფლიოში II “ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა - ”დერმოსკოპიის, კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის და მობილური ტელედერმატოსკოპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში”, რომელიც მიეძღვნა კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებს. კონფერენციაზე წარდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები.
კონფერენციაზე მოწვეულმა ავსტრიელმა და პოლონელმა სტუმრებმა ჩაატარეს ლექცია – პრეზენტაცია
(მასტერკლასი) თემაზე – ოპტიკური და მობილური ტელედერმატოსკოპიის შესაძლებლობები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის დამფუძნებლებმა პროფ. ნატალია კილაძემ და თეონა შულაიამ ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნეს პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც 2014 წლის აპრილის ბოლოს დაიბეჭდა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.
2014 წლის 10-12 ივლისს ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია და ”მარჯანის” ექიმები მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მიერ მოწყობილ გამოფენაში „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის“ რომელიც საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia" -ში ჩატარდა.
საქართველოში კანის კიბოს პრევენცია - დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის დანერგვა, პოპულარიზაცია.
2012 წელს - ასოციაციის წევრთა ინიციატივით წარდგენილი იქნა
პროექტი
- ”ე-ჯანმრთელობის
და
მ-ჯანმრთელობის
აპლიკაციები
ტელედერმატოლოგიისათვის
– სტრუქტურის
ანალიზის
(pattern analysis) ალგორითმის
ორიგინალური პროგრამული
უზრუნველყოფა
დერმატოსკოპიაზე-დამყარებული
დიაგნოსტიკისა და
პაციენტთა მონიტორინგის
მიზნით”, რაც გულისხმობს კანის
ახალწარმონაქმნების
დიაგნოსტიკას - უახლესი ოპტიკური ხელსაწყო დერმატოსკოპის მეშვეობით და
ახალი
დერმატოსკოპიური ალგორითმის გამოყენებით. პროექტი წარდგენილი იყო აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და
განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და
საქართველოს
სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2013 წლის ერთობლივ კონკურსზე. გამარჯვებული
პროექტი
განხორციელდა სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე და ასევე აჭარისა და კახეთის
რეგიონებში.
პროექტში მონაწილეობდა ასევე Partners for Health NGO, მათი დახმარებით შეიქმნა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემა - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერი/ისტორია (ე-სჩ) და ელექტრონული რეგისტრი.

