კონფერენცია 2026
2026 წლის 14 - 15 ოქტომბერს ტარდება მე-4 საერთაშორისო
კონფერენცია
14 ოქტომბერი, 2026 - კონფერენციის თემა: კანის ახალწარმონაქმნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
თანამედროვე ასპექტები
15 ოქტომბერი, 2026 - ტარდება ვორქშოფი თემაზე: კანის ახალწარმონაქმნების თანამედროვე დიაგნოსტიკა
კონფერენციის ორგანიზატორები:
- ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია
- კლინიკა ”მარჯანი” დერმატოლოგია, დერმატოონკოლოგია და ესთეტიკური მედიცინა
კონფერენციას მხარს უჭერს დერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება: Medical School Queensland University,
Brisbane, Australia
კონფერენციაზე განხილული იქნება: დერმატოლოგიის აქტუალური ასპექტები, დერმატოსკოპია - ინოვაციური
კვლევის მეთოდი, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საკითხები, ჰისტომორფოლოგიური მონაცემების
კორელაციისა და ზოგად პათოლოგიასთან კავშირი, მონიტორინგი, პრევენცია და მკურნალობის თანამედროვე
ასპექტები.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს სპეციალისტები, ასევე
მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან
და უკრაინიდან.
Cliff Rosendahl MBBS PhD FSCCA, Associate professor at The University of Queensland, Australia;
Simon Clark Dermatopathologist, Douglass Hanly Moir Pathology, Sydney, Australia; Nisa Bengu
Akay MD, PhD, Ankara, Universitesi Tip Fakultesi and A.U.T.F. Dermatoloji Anabilm Dali;
Mehrnoosh Abdolalian MD, PhD, /Iran; Pawel Pietkiewicz, Poznan, Poland, Prisca Sapientia
Institute, European Union of Medical Specialists; Yaryna Zaichenko,MD, PhD, Dermatologist,Lviv
Natinal Medical University, Ukraina; Irina Mota, MD, PhD, Dermatologist,Lviv Natinal Medical
University, Ukraina.
ღონისძიება თავს მოუყრის 100-ზე მეტ დერმატოლოგს, ონკოლოგს, ქირურგს, პათოლოგს, რეზიდენტს და ოჯახის ექიმს
თბილისიდან და რეგიონებიდან.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი და ამოცანები:
- თანამედროვე დერმატოლოგიის აქტუალური საკითხებისა და პრობლემების, კანის დაავადებების ოპტიკური
დიაგნოსტიკის, დერმატოზების ზოგად პათოლოგიასთან კავშირის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე
მეთოდების განხილვა.
- კანისა და რბილი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკის საკითხების, კანის კიბოს
სკრინინგისა და პრევენციის, დერმატოსკოპიური და ჰისტომორფოლოგიური მონაცემების კორელაციისა და ზოგად
პათოლოგიასთან კავშირის განხილვა.
- დერმატოლოგებს, ონკოლოგებსა და ზოგადი პროფილის ექიმებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ კანის ოპტიკური
დიაგნოსტიკის თანამედროვე გზებს და შესაძლებლობებს.
კონფერენციის ოქროს სპონსორები არიან:
თოდუას კლინიკა, კომპანია გეა, კომპანია ავენი.
მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „კანის ახალწარმონაქმნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე
ასპექტები “ ჩატარდება სასტუმრო Holliday Inn საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენციის პროგრამა
14 ოქტომბერი
- 09:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
- 10:00 გახსნის ცერემონიალი, მისალმებები
სესია I – მელანომისა და კანის კიბოს დიაგნოსტიკა
- 10:15 არაპიგმენტური კანის დაზიანებების დიაგნოზი
მომხსენებელი: კლიფ როზენდალი/ავსტრალია
- 11:00 BMI (Benign–Malignant–Indeterminate) მელანოციტური დაზიანების შესახებ ინფორმაციის
პროტოკოლი
მომხსენებლები: კლიფ როზენდალი/ავსტრალია; საიმონ კლარკი/ახალი ზელანდია
- 11:45 დისპლაზიური ნევუსის თანამედროვე დიაგნოსტიკის თავისებურებანი
მომხსენებლები: ნინო ფაილოძე; რევაზ დავითაშვილი/ საქართველო
- 12:15 ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა: ადვილად ამოსაცნობი, სამკურნალოდ რთული გამოწვევბი და
ასპექტები
მომხსენებელი: ილია მესხი
- 12:45 ყავის შესვენება
სესია II – კლინიკური დერმატოლოგია და დერმოსკოპია
- 13:00 როდესაც კანი საუბრობს: დასამახსოვრებელი შემთხვევები სიდნეიდან
მომხსენებელი: მეჰრნუშ აბდოლალიანი/ირანი
- 13:40 ვარდისფერი სიმსივნეები
მომხსენებელი: ნისა ბენგუ აკაი/თურქეთი
- 14:10 კანის კიბოს კიდეები
მომხსენებელი: საიმონ კლარკი/ახალი ზელანდია
- 14:50 სხივური თერაპიის როლი კანის კიბოს მართვაში
მომხსენებელი: ნატალია ჯანყარაშვილი/ საქართველო
- 15:20 ულტრაიისფერი ფლორესცენტული დერმატოსკოპიის შესაძლებლობები კანის ახალწარმონაქმების
დიაგნოსტირებისას
მომხსენებელი: პაველ პიეტკევიჩი/პოლონეთი
- 16:00 ლანჩი
III სესია – ინტერაქტიული შემთხვევების განხილვა
- 16:30 ფრჩხილების დერმატოსკოპია
მომხსენებელი: ნისა ბენგუ აკაი/თურქეთი
- 17:00 მაღალსიხშირული ულტრასონოგრაფია და დერმატოსკოპია კლინიკურ დერმატოლოგიაში
მომხსენებელი: იარინა ზაიჩენკო, ირინა მოტა /უკრაინა
- 17:30 კანის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე
მიდგომები საქართველოში
მომხსენებელი: კახაბერ თოდუა/საქართველო
- 17:45 მაქსიმალური და უსაფრთხო მზისგან დამცავი ფილტრი ავენისგან
მომხსენებელი: ნინო შველიძე / საქართველო
- 18:00 ექსპერტთა პანელური დისკუსია და კითხვა-პასუხი; დახურვის ცერემონიალი
15 ოქტომბერი - ვორქშოფი
კანის პიგმენტური წარმონაქმნების დიაგნოზი
კლიფ როზენდალი /ავსტრალია
აქტინური კერატოზი
ნისა აკაი ბენგიუ /თურქეთი
მელანომის ჰიპერდიაგნოსტიკა
საიმონ კლარკი/ახალი ზელანდია